სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა „სამი ოთარის" ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
„გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში უკვე წარმოუდგენელია ოთარ ქორქიას, ოთარ მამფორიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლების პატივგების გარეშე.
„როგორი ფორმატითაც არ უნდა აღინიშნებოდეს „გვირილობა“ ჩვენს ქალაქში, წარმოუდგენელია, არ გავიხსენოთ ეს სამი დიდებული ქუთაისელი- ქალაქელობის, ქართველობის, ადამიანობის სიმბოლოებად რომ არიან ჩვენს ცნობიერებაში დარჩენილნი“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში „გვირილობის" აღნიშვნა საპატიო ქუთაისელების- სამი ოთარის ძეგლის პატივგებით უკვე წლების მანძილზე გრძელდება.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მეეზოვე ქალბატონებს „გვირილობა“ მიულოცეს. წელს ქუთაისი უჩვეულოდ აღნიშნავს ქალაქის დღესასწაულს. „ორმაისობა-გვირილობა“ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, რადგან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |