სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოფელ ღვანკითში იმყოფებოდა

24 აპრილი, 2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სოფელ ღვანკითში იმყოფებოდნენ.

ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დაინტერესდნენ, თუ როგორ მუშაობს სასურსათო მაღაზიები.

სოფელში დღეს მარაგის სახით რამდენიმე ტონა პურის ფქვილი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიტანეს.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართული საგაზაფხულო სამუშაოებში. სახელმწიფო რწმუნებულმა პირადად მოინახულა ოჯახები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებენ.

მიწის დამუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

სოფელი ღვანკითი კორონავირუსის გამო 24 საათზე მეტია, ჩაკეტილია.

#დარჩისახლში
#StopCov
#იმერეთი