სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა.
მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს, აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
,,გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 - ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ფაქტობრივად ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათ კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.
ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობილის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.
სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |