სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა სასურსათო ამანათები მიიტანეს იმ ოჯახებში, რომლებსაც გამკაცრებული რეგულაციების გამო პროდუქტის შეძენა და მომარაგება უჭირთ.
სააღდგომო ნობათს დღის განმავლობაში ქუთაისში 3000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ აქტივობას ქუთაისის მერია ყოველ წელს ახორციელებს.
21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების სრულად აკრძალვის გათვალისწინებით ქუთაისში მცხოვრებ ათასობით ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პროდუქტს საცხოვრებელ ადგილებზე ურიგებს.
რამდენიმე ოჯახში დღეს პირადად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა, მათ სასურსათო პაკეტები გადასცა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე სასურსათო ამანათები მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიამ მიიღო და ეს პროცესი გაგრძელდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |