სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთის რეგიონში დევნილი მოსახლეობისთვის სასურსათო დახმარება გრძელდება. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პირები პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს და სააღდგომო ნობათს მიიღებენ.
დღეს ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები ადგილზე მიუტანეს. დღის განმავლობაში ქუთაისში სასურსათო დახმარება 674 ხანდაზმულს გადაეცა.
დახმარებას იმერეთის რეგიონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული 1500 -მდე ბენეფიციარი მიიღებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |