სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზვიად შალამბერიძე: რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვუერთდები "ქართული ოცნების" ინიციატივა ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ
ძალიან დროული და მისასალმებელია "ქართული ოცნების" ინიციატივა ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვუერთდები, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ცხელების ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
"ასეთ დროს, როდესაც მარტო საქართველო არა, მსოფლიო აღმოჩნდა მოულოდნელი საფრთხის წინაშე, მთავარი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესთან ერთად, იმ მოქალაქეებზე ფიქრია, ვინც შექმნილი ვითარების გამო შემოსავალის გარეშე რჩება, ძალიან დროული და მისასალმებელია "ქართული ოცნების" ინიციატივა ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვუერთდები. ვფიქრობ, არცერთი თანამდებობის პირი ვერ და არ იქნება გულგრილი იმის მიმართ, რომ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ უსამსახუროდ და ყოველდღიურობაზე ამ კუთხით პრობლემები შეექმნათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით და იმედი მაქვს, "ქართული ოცნების" ამ ინიციატივას კიდევ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
როგორც ცნობილია, რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით. ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს რეგიონში ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას დაათვალიერებს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |