სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ამ ეტაპზე საჩხერეში სარეკი–ბაჯითის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 400 000 ლარით ფინანსდება და მასზე 10 ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და ის 800 ოჯახს მოუხსნის წყლის მიწოდების პრობლემას.
ქალაქ საჩხერეში, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი, პროცესს იაშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაასრულებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 670 000 ლარს შეადგენს და მასზე 19 ადგილობრივია დასაქმებული.
საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ განახორციელეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |