სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პირბადეების პრობლემა მოხსნილია, ქვეყნის მასშტაბით "აწარმოე საქართველოს ფარგლებში" დამზადებული ქართული წარმოების პირბადეები საქართველოს ყველა რეგიონში ჩაიტანეს და მას საჭიროებისამებრ იმ ადამიანებს ურიგებენ, რომლებიც თვითიზოლაციაში არ იმყოფებიან. დილიდან იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მას პირადად სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოხალისეებთან ერთად არიგებდა და ადგილზე ეცნობოდა მოსახლეობის საჭიროებებს.
ასევე, პირბადეები გადაეცა წყალტუბოში მცხოვრებლებსაც. მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ ნობათებთან ერთად, მათ მშობლებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებიც გადაეცათ.
წყალტუბოს პარალელურად, მოხალისეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქუთაისში ადგილობრივი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები გადასცეს, მოვაჭრეებს პირადად შეხვდა მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მთავრობის რეკომენდაციის შესახებ ესაუბრა. ამ ტერიტორაზე დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სასოფლო პროდუქტებს ყიდიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ამოქმედდა პროგრამა, რომელიც საქართველოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის პირბადეების დამზადებას ითვალისწინებს, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.
პირბადეები დოლბანდიდან არის დამზადებული, რომელთა გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.
საქართველოში დამზადებული პირბადეები დაურიგდებათ მაღალი რისკის მქონე სოციალურ ჯგუფებს, მათ შორის, 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, მებაჟეებს, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლებს და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ასევე იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |