სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ჯი თი ემ გრუპის" საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საკითხით დაინტერესდა.
მისი თქმით, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია, საწარმოებმა მუშაობა შეუფერხებლად განაგრძონ, ამასთან, აუცილებელია, არსებული რეკომენდაციების დაცვა. საწარმოში ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების სამედიცინო შემოწმება და სათანადო აღჭურვა. მეტალურგიულ საწარმოში 250 თანამშრომელი მუშაობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო შპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" სამუშაო პროცესს. აღნიშნულ ქარხანაში 600 ადამიანი მუშაობს. დირექტორის თქმით, საწარმო შეფერხების გარეშე მუშაობს და თანამშრომლებს ხელფასებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრობლემა არ აქვთ.
ზვიად შალამბერიძემ კომპანიის დირექტორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 000 ლარის გადარიცხვისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესმენებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზესტაფონის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა.
ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა გაიზარდა თუ არა პროდუქციაზე ფასები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ასევე, როგორ სრულდება საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და შესაბამისად, ტარდება თუ არა აგრარულ ბაზარში სადენზიფექციო სამუშაოები.
სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე რამდენიმე მოვაჭრეს გაესაუბრა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.
"ვაგრძელებთ მონიტორინგს იმერეთში, როგორც მაღაზიების და საცხობების, ასევე საკოლმეურნეო ბაზრების, რომლებსაც აქვთ მუშაობის საშუალება საგანგებო მდგომარეობის პირობებში და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იმას, რომ იყოს დაცული ყველა ნორმა უსაფრთხოების - რა სიხშირით ხორციელდება სადენზიფექციო სამუშაოები, არიან თუ არა მოვაჭრეები შესაბამისად აღჭურვილი, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკი", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ზვიად შალამბერიძესთან ერთად ბაზარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სიტუაციას დღის განმავლობაში აკონტროლებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით პროდუქტების მარაგს, ფასებს და პრევენციულ ღონისძიებებს რამდენიმე დღეა, პირადად ეცნობა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |