სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა, ვინც რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება.
"ჩვენი მთავრობა დიდი ხანია, ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობს. დღევანდელი მესიჯი არის ის, რომ დღეს უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, რაც არის მიკროავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვა, ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა, ვინც რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება. ეს არიან ადამიანები 70 წელს ზემოთ. უნდა ვიმუშაოთ ყველა სტრუქტურამ იმისთვის, რათა ამ ხალხს, ადგილზე, სახლში მოვემსახუროთ და მიიღონ ყველა ის მომსახურეობა, რასაც ისინი გარეთ იღებდნენ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და მათი რაოდენობა გაიზრდება, რათა ყველა ეს ადამიანი იყოს ადგილზე, სახლში იზოლირებული. როგორც მან აღნიშნა, ისინი ყველაფერს მიიღებენ სახლში, ეს იქნება საკვები საშუალებები, წამლებს, თუ სხვა.
"ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქიდან ქალაქში სამსახურში დადის და თუ ეს იქნება გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით, ჩვენ შევძლებთ ავტობუსების მობილიზებას, სადაც შეიძლება დავიცვათ უსაფრთხოების წესები", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |