სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გვირილობის დღესასწაული იმერეთში ბაგრატის ტაძარზე ზარების რეკვითა და ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყო. დღესვე, გაიმართა ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონიაც.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორიები: იოსებ ხახალეიშვილი, გიორგი ჭიღვარია და ქალაქის მერი ესწრებოდნენ.
ორამისობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში დიპლომატიური კორპუსის წევრების მიღება გაიმართა. ქალაქში ირანის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ისრაელის, უნგრეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის დელეგაციები ჩამოვიდნენ. ქუთაისში იმყოფებოდა, ასევე სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ხორხე ბაგრატიონი.
სტუმრებს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მიმართა და მადლობა გადაუხადა ქალაქისა და რეგიონის ზეიმის გაზიარებისათვის. შევხედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გვირილობის დღესასწაული მუხრანის ტყე–პარკში ტრადიციულად მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ტყეში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი, სადაც რაიონებმა ადგილობრივი ფოლკლორი, ქორეოგრაფია და სამზარეულო წარმოადგინეს. წელს არის სიახლეც, მუნიციპალიტეტებმა ხალხური რეწვის ნივთების გამოფენა–გაყიდვა გამართეს და ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა ამა თუ იმ ნივთის დამზადების ტექნოლოგიას.
ორმაისობასთან დაკავშირებით ქალაქში სულ ორმოცამდე ღონისძიება იყო დაგეგმილი, დღესასწაული ქალაქში ცენტრალურ მოედანზე გამართულმა გალა კონცერტმა დაასრულა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |