სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც იქ 10 მარტს, იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს.
ზვიად შალამბერიძე მათ გაესაუბრა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო.
"პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე მყავს აყვანილი საკარანტინო ზონა, სადაც განვათავსეთ ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში აქ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. პირდად გავესაუბრე რამდენიმე მათგანს და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს პირობები ნამდვილად მისაღებია მათთვის, ეს სტანდარტი, სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
როგორც საკარანტინო ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, სანატორიუმში არსებული პირობებით კმაყოფილები არიან.
"პირდაპირ მოგვიყვანეს აეროპორტიდან და ვართ იზოლირებული, არ გავდივართ გარეთ. პირობებით ვართ საკმაოდ კმაყოფილი, როგორც ოთახით, ასევე კვებით. დღეს უკვე დაიწყო სამედიცინო შემოწმებები, დღეში ორჯერ ვამოწმებთ სხეულის ტემპერატურას. დღეს გვესტუმრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შემოგვთავაზა ყველანაირი თანადგომა, თუ რამე დაგვჭირდება, შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევაწუხოთ", - განაცხადა მოქალაქემ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |