სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენელმა საქართველოში, ლალი დურმიშიძემ მუნიციპალიტეტების მერებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის მიზანია სოფლადეკონომიკისგანვითარებისხელშეწყობა, სიღარიბისდაძლევაკონკურენტუნარიანი, მდგრადიდადივერსიფიცირებულიმერძევეობისინდუსტრიისგანვითარებისგზით.
პროგრამის განხორციელება მოიცავს 6 წლიან პერიოდს და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 46.9 მილიონ ევროს.
პროგრამის საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმართულებით: სადემონსტრაციონაკვეთების მოწყობა/აღჭურვა, ბენეფიციართა სწავლება- რძისწარმოებისტექნოლოგიებში, სურსათისუვნებლობისსაკითხებში, HACCAP სტანდარტებში, თანამედროვესაკვებიბაზისადადაავადებებისმართვისსაკითხებში, თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების გაცემა, საძოვრების მოწესრიგება, საძოვრებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
პროექტისბენეფიციარებიიქნებიანროგორცინდივიდუალურიფერმერები, ასევეკოოპერატივებიდასაწარმოები.
პროგრამის განმახორციელებელი უწყებაა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი არეალია: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |