სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალგაზრდობის სააგენტომ, იმერეთის რეგიონში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, საგრანტო კონკურსის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება. საბოლოო ჯამში 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.
რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თემატიკა განსაზღვრულია. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.
კონკურსი 2020 წლის 24 თებერვალს დაიწყო, საკონკურსო წინადადებების შემოტანა 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |