სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში სოფია გოდუაძე-მიტევას და ვალენტინ მიტევის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა „სიყვარულის შთაგონებით“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. გამოფენა ბულგარეთის ნაციონალურ დღესასწაულს 3 მარტს მიეძღვნა.
კოლექციის შემოქმედებითი მოტივაციის და შთაგონების წყარო გახდა ქართულ-ბულგარული ურთიერთობები, ინსპირაცია კი, როგორ ვუყუროთ სამყაროს სიყვარულის თვალებით, ამიტომაც გახდა გამოფენის სლოგანი „ქართველი სოფია სოფიაში“.
წარმოდგენილი ნამუშევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |