სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა იუნკერთა მიერ გამოჩენილი გმირობის ისტორია და 25 თებერვალზე, საბჭოთა ოკუპაციის დღეზე, როგორც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღზე ისაუბრა.
ასევე, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
,,დღეს ჩვენ ვიხსნებეთ 99 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერებს.
1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებში იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. თითოეული ქართველის, ყველა ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გვახსოვდეს ყოველთვის ის, რაც მათ სამშობლოს სიყვარულმა გააკეთებინა, რათა ეს იყოს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უკვე არაერთი კურსანტი აღიზარდა მსგავსი გმირობის მაგალითებზე და კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდები ყოველთვის ღირსეულად იქნებიან სამშობლოს სამსახურში.
99 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ნაწილი სამწუხაროდ, კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის, თუმცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით ესეც დასრულდება და საქართველო კვლავ ერთიანი იქნება, თუნდაც იმ 22-23 წლის ახალგაზრდების ხსოვნისთვის, რომლებმაც წარმოუდგენელი თავდადება და პატრიოტიზმი გამოიჩინეს და მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს“-აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კადეტებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს, სადაც მარო მაყაშვილის, იუნკერ მიხეილ დადიანის და სხვა მებრძოლთა გმირობის ისტორიები წარმოაჩინეს.
დღესვე, მაღალი აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და გამორჩეული დისციპლინის მქონე კადეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების შემდეგ მსურველებს კადეტთა ნახატების დათვალიერება შეეძლოთ, ხოლო კლას-კაბინეტებში: რობოტექნიკის, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიების გამოფენა იყო მოწყობილი.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |