სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია და კუიევო პომერანიის გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა იმერეთის და კუიევო პომერანიის რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. პოლონეთის რესპუბლიკისთვის საქართველოში განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამი მიმართულება: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, სოფლის მეურნეობა და განათლება. აღნიშნულ სფეროებში ორ რეგიონს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ერთმანეთს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |