სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში, თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება იყო.
მინისტრის მოადგილემ, ასევე სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტისა და მონიტორინგის სისტემების აღსრულების გზების შესახებ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |