სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ყველა ქალაქსა და სოფელში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით უხვი ნალექი მოვიდა თოვლის სახით, ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრსაც გადააჭარბა. მიუხედავად ასეთი მეტეოროლოგიური პირობებისა, მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფელსა და ქალაქში. გარდა ამისა, რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით და გაზმომარაგებაზე, მაგრამ ყველა სამსახური მობილიზებულია. ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ასევე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და არსებული რესურსით, ყველა პრობლემაზე მყისიერად, საჭიროებიდან გამომდინარე ვრეაგირებთ“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვამ გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50–60 სმ-ს მიაღწია.
მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |