სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩხერის დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. დღესვე, შშმ პირებმა მცირე კონცერტიც ჩაატარეს, სადაც სტუმრებს სასიმღერო ნომრები წარუდგინეს და ლექსები წაიკითხეს.
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი 2009 წელს დაფუძნდა, დღის ცენტრი 6–დან 18 წლამდე სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვს ემსახურება და ასევე, მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის მქონე ბენეფიციარებს უწევს დახმარებას.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს შშმ პირებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის მიმართ და მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების დღის ცენტრებშიც გამართავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |