სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შესრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და კონტრაქროტი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
ქუთაისის წყლის ინფრასტუქტურის მშენებლობისთვის კომპანიამ, დონორი ორგანიზაცირის მხარდაჭერით დაახლოებით 92 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. უახლოეს პერიოდში ახალ ქსელზე ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება.
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |