სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
სადღესასწაულო ღონისძიებები ქუთაისის შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში გაგრძელდა, სადაც წირვა ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. ასევე, გაიმართა საჯარო ლექცია ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი" და მოეწყო თემატური ფოტო-გამოფენაც.
ღონისძიებების ფარგლებში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |