სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა. ტრენინგი პროექტის "მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა. სემინარს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის თემას ვიზა ლიბერალიზაციის, საქართველო–ევროკავშირის შეთანხემბისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები წარმოადგენდა. შეხვედრაზე, ასევე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეებმა ინფორმაცია მიიღეს ახალი სავიზო პოლიტიკის, მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის, საქართველოში თავშესაფრის მიღების პროცედურებისა და დაბრუნება, რეინტეგრაციის საკითებზე.
აღნიშნული პროექტისა და სემინარის მიზანს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოში მიგრაციის მართვის სისტემის გაძლიერება წარმოადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |