სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მესამე რეგიონული შეხვედრა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.
შეხვედრების მიზანს სახელმწიფო პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა და ამ პროექტებში, რაც შეიძლება მეტი მეწარმისა თუ ფერმერის ჩართვა წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |