სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.
პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გუმბათის და ქვების რესტავრაციას, ასევე გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას.
ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია. პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |