სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც პოლონურ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც აღინიშნა, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში კუიავსკო-პომორსკის რეგიონის მარშალის პიოტრ ცოვბესკის ინიციატივით ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი დაიდგმება, რომელსაც პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს და 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.
"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, სკვერი, რომელიც გავხსენით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც კიდევ უფრო გამყარდება და საფუძვლიანად გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ გვახსოვს, რომ პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა ბევრი მიმართულებით და ეს ძმური დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება.
დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს არაერთი პოლონელი ტურისტი ეწვევა", - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |