სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა. ცენტრის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეიდან სოფელ ღორეშაში მცხოვრებ 3000 – მდე მოსახლეს მუნიციპალურ ცენტრში წასვლის გარეშე 200–ზე მეტი სერვისის მიღება შეეძლება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში ღორეშას მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივი ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.
საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღორეშას საზოგადოებრივი ცენტრი საქარათველოში რიგით 21 – ე ცენტრია. იმერეთის რეგიონში ანალოგიური ტიპის დაწესებულებები უკვე ამოქმედდა გეგუთსა და კორბოულში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |