სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც გაცვლით პროგრამებს მოიცავს.
საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხს.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. განსაკუთრებით აღვნიშნავ პროფესიული განათლების სფეროს, რომელშიც ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პრაქტიკა აქვს გავლილი და სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, რომ გაუზიარებენ ჩვენს მოქალაქეებს. შეხვედრაზე დავგეგმეთ უახლოეს მომავალში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების პოლონეთში ვიზიტი, რომლებიც ადგილზე მიიღებენ ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ", - განაცხადა შალამბერიძემ.
კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები იმერეთს გუშინ ეწვივნენ, ვიზიტის ფარგლებში სხვა ღონისძიებებთან ერთად დაგეგმილია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის გახსნა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |