სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორს ვოიჩეხ ფედერჩიკს და ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე.
მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ამ მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლას შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს , რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |