სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
საახალწლო კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები - ამიკო და პაკო, სალომე ბაკურაძე, სოფო ბედია, რუსა მორჩილაძე, ჯგუფი "ალილო", ლაშა ღლონტი, საბა საფარელი და მოხეტიალე მუსიკოსები, ლიზა ყენია და მაკა ზამბახიძე მონაწილეობდნენ.
მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუაძეების ხუთშვილიან და ნადირაძეების ექვსშვილიან ოჯახებს საჩუქრად საცხოვრებელი ბინები გადასცა.
სამტრედიაში კახა კალაძის მხარდამჭერით საახალწლო კონცერტის გამართვა და გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა 2012 წლიდან ტრადიციად იქცა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |