სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში "აღდგომიდან ამაღლებამდე" კონცერტი გაიმართა. კონცერტში თბილისის მერიის ბიგ–ბენდი და ახალგაზრდა შემსრულებლები: ბორის ბედია, გიორგი სუხიტაშვილი და მარიამ პავლიაშვილი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წელს ფესტივალი მეათედ ტარდება, იგი ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა და ამაღლებამდე გრძელდება. "აღდგომიდან ამაღლებამდე" სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციტივით იმართება, ფესტივალი მაღალ ხელოვნებას ემსახურება და ახალგაზრდა, ნიჭიერ შემსრულებლებს უწევს პოპულარიზაციას.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტები უკვე გაიმართა ჩოხატაურში, ბათუმსა და ბაღდათში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი დღეს თბილისის მერიის ბიგ–ბენდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ "გორდულას" მონაწილეობით გაიმართება შემოქმედებითი საღამო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |