სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად. ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ, ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა აღმართეს.
"გილოცავთ ქართული დროშის დღეს, დროშა არის ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის, გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო. დროშა ინახავს, როგორც ჩვენს გმირულ და სასახელო წარსულს, ასევე მომავლის ძალასა და რწმენას გვაძლევს. თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენს დროშას, ვისურვებ, რომ სამომავლოდ არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |