სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
"იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ" (DMO Imereti) წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის მთავარი პროექტები, რომელიც სამსახურმა 2019 წელს განახორციელა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები, მედიისა და კერძო ტურისტული სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანგარიშის თანახმად, ტურისტთა რაოდენობის სტატისტიკა ქუთაისის მასშტაბით დინამიურია და 2019 წელს ტურისტთა 12-13%-ით ზრდა ფიქსირდება.
ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის თებერვალში ქალაქის ბრენდინგის პრეზენტაცია გაიმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |