სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე მაცხოვრის შობის სახელობის მონასტერში საშობაო ლიტურგიას ესწრება, რომელსაც ქუთაისის გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს.
ლიტურგიას ესწრებიან ასევე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
"ვულოცავ შობის დღესასწაულს მთელს იმერეთს და სრულიად საქართველოს. ეს არის დღესასწაული, რომელსაც მართლთმადიდებლური სამყარო აღნიშნავს და რა თქმა უნდა, ქუთაისიც და მთლიანად იმერეთი შეურთდა. შობის აღნიშვნა საინტერესო ღონისძიებებით დავიწყეთ და ხვალაც გაგრძელდება" - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად შალამბერიძემ.
ქრისტეშობის საზეიმო აღნიშვნა ქუთაისში 6 იანვარს დაიწყო. DMO Imereti-ს ინიციატივით, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის და თეთრი ხიდის მიმდებარედ, საშობაო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ანსამბლებმა საშობაო სიმღერები შეასრულეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |