სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქრისტეშობის საზეიმო აღნიშვნა ქუთაისში 6 იანვარს დაიწყო. DMO Imereti-ს ინიციატივით, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის და თეთრი ხიდის მიმდებარედ საშობაო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ანსამბლებმა საშობაო სიმღერები შეასრულეს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულმა ბარ-რესტორნებმა კი სტუმრებს ტრადიციული საშობაო ნუგბარი შესთავაზეს.
საშობაო ღონისძიებებში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და ქალაქში მყოფმა ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ეკლესია-მონასტრებში საშობაო ლიტურგიას დაესწრებიან.
ხვალ კი შობის დღესასწაულის აღნიშვნა იმერეთში, ტრადიციული საშობაო ალილოთი გაგრძელდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |