სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ხელისუფლების წევრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს, მეხანძრე-მაშველებს, სამხარეო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,თქვენი შრომა და ღვაწლი არის ფასდაუდებელი და შეუფასებელი. მიუხედავად სახალხო და რელიგიური დღესასწაულებისა, თქვენ მუდმივად ხართ ხალხის სამსახურში და ჯეროვნად ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. 24 საათიან რეჟიმში გიწევთ მუშაობა და ხშირად რისკის ფასადაც კი. მე მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის და გისურვებთ 2020 წელი იყოს მშვიდობის, წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“-ზვიად შალამბერიძე.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ტრადიციულად ყოველ ახალ წელს ულოცავენ იმ სამსახურებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |