სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ათასწლეულების წინ, სწორედ ჩვენს მხარეზე გადიოდა „აბრეშუმის გზა“, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მას ყოველთვის დიდი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
აქ ყოველთვის იყო სიახლის, პროგრესის, განვითარების საწყისი ათასწლეულების მანძილზე, აარსებდნენ განათლების მძლავრ კერებს, აქ იქმნებოდა სახელმწიფოებრივი აზროვნება და ერთიანი საქართველოს დიადი იდეა.
იმერელ კაცთან ბუნებაც ასეთ ჰარმონიაშია. ალბათ, სწორედ ამიტომ იქნებოდა აქ ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები.
მომავალი წლიდან კიდევ ერთ უნიკალურ პროექტს მიეცემა ახალი სიცოცხლე.
წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, იმერეთის მხარეს ჯანმრთელობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ყველაზე სასურველ, მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად აქცევს.
2020 წელს ეს რეგიონი ბევრი მიმართულებით შეიძენს ახალ სიცოცხლეს, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ყველასთვის. ერთად, ერთმანეთით შევძლებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგვივიდა და მომავალი წელი აუცილებლად იქნება ახალი მიღწევების და გამარჯვებების!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ! მეტი იმედის, სიყვარულის და სიკეთის წელი ყოფილიყოს!
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |