სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილეები: ლევან კიკნაველიძე და ბესიკ გოფოძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო საბჭო ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ (M4EG) მიმდინარე წლის შედეგების შეჯამებითა და 2020 წლისათვის დასახული გეგმების გაცნობით დაიწყო. შემდეგი პრეზენტაცია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა წარადგინა. საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებისათვის აკრედიტებული სატრენინგო პროგრამების შესახებ.
დღესვე, მხარეებმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |