სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე, რომელიც მესხიშვილის თეატრთან განთავსდა, კოლხური ელემენტებით არის მორთული.
ნაძვის ხის ანთებაში ბავშვებთან ერთად მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღეს მონაწილეობა.
"ნაძვის ხე ავანთეთ პატარებთან ერთად, რომელთაც ალბათ, ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წლის დადგომა. ვულოცავ მთელ საქართველოს დამდგე 2020 წელს, რომელიც იქნება დახუნძლული ძალიან საინტერესო პროექტებით, რის დაგეგმვაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და რომელთაც აუცილებლად განვახორციელებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ.
ახალი წლისთვის ქუთაისში რიგი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |