სიახლეები

ქუთაისში წლის სპორტსმენები გამოვლინდნენ

27 დეკემბერი, 2019

ქუთაისში, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული სკოლები გამოვლინდა. სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. წლის სპორტსმენად მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ბექა ლომთაძე დასახელდა.

დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით შემაჯამებელი ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და სპორტში მიღწეული წარმატებების მქონე პირები ჯილდოვდება.