სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო.
საზეიმო მესა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად ტურისტები ესწრებოდნენ, პადრე გაბრიელმა აღავლინა.
მესის დაწყებამდე შალამბერიძემ შეკრებილებს მიმართა და ქრისტეშობა მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ქუთაისელი კათოლიკეების მიერ საქართველოს კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, ზოგადად მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილი გაიხსენა."ქრისტეს შობას ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ამ დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას გისურვებთ.
მინდა, ის წვლილი და ღვაწლი გავიხსენო, რომელიც ქუთაისელმა კათოლიკეებმა შეიტანეს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთლიანად საქართველოს კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, ზოგადად მეცნიერების განვითარებაში. ამისთვის საკმარისია ვახსენოთ ზაქარია ფალიაშვილი, სიმონ ოცხელი, სვიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე ოცხელი, ფელიქს ვარლამიშვილი... მე-19 საუკუნის ბოლოს, გასაბჭოებამდე სწორედ ქუთაისელი კათოლიკეები, წარმატებული და პროგრესული მეწარმეები ქმნიდნენ ქართულ ეკონომიკას.
ის, რომ დღეს, ამ ქალაქში 21 -ე საუკუნეში მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციის თანახმად გვერდიგვერდ კვლავ ცხოვრობენ, ებრაელები, მართმადიდებლები და კათოლიკეები არის ქართველების ტოლერანტულობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ყოველი ჩვენთაგანი უნდა ამაყობდეს იმით, რომ ცხოვრობს ამ მულტირელიგიურ და მულტიკულტურულ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ეს ნიშა და ეს რეალობა, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხი", - მიმართა ზვიად შალამბერიძემ კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |