სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით და ორგანიზებით, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, კომპანიის მიერ ნოემბრის ბოლოს ჭიათურაში და ზესტაფონში ჩატარებული ნახატების კონკურსების ფინალი გაიმართა.
კონკურსის ფინალს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, "ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანიის ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია ესწრებოდნენ.
13 ფინალისტიდან დღეს ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრების მიერ ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც 2020 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრებიან. ასევე ცამეტივე ფინალისტს კომპანია ფულად ჯილდოებს გადასცემს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |