სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
✅სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლის მახლობლად, “SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას დაესწრო.
გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ კომპანია “SOCAR”-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე მთავრობის და კომპანია "SOCAR"-ის სხვა წარმომადგენლები და აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.
ავტოგასამართი სადგურის გარდა, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონას სათამაშო ავტომატებით, კაფე-მარკეტს “Way Mart”, კვების ობიექტებს “Dunkin Donuts” და “Wendy’s”, სააფთიაქო ქსელს “GPC”, ღვინის მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა ხარება” მაღაზიას და ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დამტენი მოწყობილობები ელექტრომობილებისათვის.
![]() |
მარტი 2025 | ![]() |
||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |