სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20-21 დეკემბერს ქალაქ ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდათ.
➡️პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის მხარეში სახელმშიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გაეცნენ.
✅"იმერეთის რეგიონში ვიზიტის დროს გამოიკვეთა დევნილების მაღალი მოთხოვნა ჩვენი ერთ-ერთი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩამოვსულიყავით და განგვეხორციელებინა უფასო პროფილაქტიკური, მრავალპროფილური გამოკვლევები. დღეს წარმოდგენილია ფართო სპექტრი პირველადი ჯანდაცვის ექიმების რგოლის სპეციალისტების. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ გამოკვლევები, ასევე უტარდებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით სკრინინგული კვლევები C ჰეპატიტიტსა და შიდსზე. ასევე ურიგდებათ დანიშნულებისამებრ მედიკამენტები“, - აღნიშნა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განცხადებით, დევნილების გარდა, გამოკვლევები სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებსაც უტარდებათ.
✅"ტარდება გეგმიური ღონისძიებები, რომელიც არის აფხაზეთის მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული. მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა ბაღდათში და დღეს მიმდინარეობს ხონში, ჩვენ მივიღეთ უამრავი ბენეფიციარი. დევნილების გარდა ჩვენ ვიღებთ და ვემსახურებით სოციალურად დაუცველ ბენეფიცირებს. შესაბამისად ეს ღონისძიება არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების დევნილი წევრებისთის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბაღდათის და ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, რომ მხარი დაგვიჭირეს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები რეგიონის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია.
✅"ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ღონისძიებები, არა მარტო ხონში მცხოვრები დევნილებისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით, რადგან მათ ადგილზე შეუძლიათ, სპეციალისტის ყველა მომსახურება მიიღონ და ადგილზევე შეძლონ შესაბამისი მედიკამენტების მიღებაც. მსგავსი ღონისძიებები იმართება პერმანენტულად იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
➡️აქციის ფარგლებში დევნილებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გაიარეს, საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში და C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ასევე გადაეცათ შესაბამისი მედიკამენტები.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |