სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივითა და ქუთაისის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს პირველი არხის გარდაცვლილი ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში ასევე ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო ჩაერთო.
ღონისძიებაზე გამოიფინა მოყვარული ფოტოგრაფების მიერ ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეიძინეს.
საქველმოქმედო ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ფოტოების გაყიდვით შეგროვილი თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.
სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედი საღამო წელს მეოთხედ გაიმართა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |