სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
✅ იმერეთის რეგიონში სოფელ როდინაულისა და ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე გაეცნენ. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია, სოფელ როდინაულის და სოფელ ობჩის დამაკავშირებელ 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის გზის დაგება, სამი მოსაცდელის მოწყობა, მიერთებების და ხელოვნური ნაგებობების გაკეთება, ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და აშენდება საყრდენი კედელი.
რეაბილიტაციის დაწყებამდე, არსებული გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა.
მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |