სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარის, ანზორ მსხილაძის, მეურნეობა დაათვალიერეს.
ანზორ მსხილაძემ, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 7 ჰექტარზე კაკლის და 5 ჰექტარზე ბლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოსგან 63,000 ლარი მიიღო. ფერმერმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტითაც ისარგებლა, გრანტის სახით 37,700 ლარი მიიღო და კუთვნილ 7 ჰექტარზე გაშენებულ ხურმის ბაღისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ანზორ მსხილაძე შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიც არის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მან 192,000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო, რითაც საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ბაღები განაახლა და 30 სული საქონელიც შეიძინა. ფერმერს მეურნეობაში 10 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს.
იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 470 ჰა მიწის ფართობზე მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები გაშენდა, ხოლო გაცემულმა თანადაფინანსებამ 3,230,000 ლარი შეადგინა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში კი, 52 მეწარმე ჩაერთო და სახელმწიფო თანადაფინანსებამ 592,000 ლარი შეადგინა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |