სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
✅სამტრედიაში, პროგრამა „ქართულ ჩაის“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის მანქანა-დანადგარები გადაეცათ. კოოპერატივებისთვის ტექნიკის გადაცემის პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
✅აღნიშნულმა კოოპერატივებმა სახელმწიფოს დაფინანსებით ისარგებლეს და საკუთრებაში არსებული 140 ჰა ჩაის პლანტაციების გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სახით 287,000 ლარი მიიღეს.
✅პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, ჯამში ტექნიკის შესაძენად 314,000 ლარი დაიხარჯა, რომელიც კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცათ.
✅საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარი არის ჩართული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,551,642 ლარია, საიდანაც 1,775,488 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |