სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

10 დეკემბერი, 2019

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ მაქენზ სმითთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა დიდ ბრიტანეთსა და იმერეთის რეგიონს შორის უკვე არსებულ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.