სიახლეები

ქუთაისში ევა ხუტუნაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

8 დეკემბერი, 2019

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ევა ხუტუნაშვილის, 70 წლის იუბილე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერით აღინიშნა. ჟან კოქტოს მონო სპექტაკლის "ადამიანის ხმა" რეჟისორი და ერთადერთი როლის შემსრულებელი იუბილარი თავად იუბილარი იყო.

მსახიობს იუბილე იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა, კოლეგებმა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა მიულოცეს.